კიდევ ერთჯერ გადავავლე თვალი ჩემს ნამუშვრებს. მოვიყვანეთ სისრულეში და ავტვირთეთ ბლოგზე.
ჩემთვის ტრენინგი იყო ძალიან საინტერესი.გავეცანი საინტერესი ინფორმაციებს პროექტებით მუშაობის უპირატესობების შესახებ. ტრენერი დიდად დამეხმარა მასალის სიღრმისეულად ათვისებაში. ტრენინგზე მიღებული ცოდნა, პრაქტიკაში აქტიურად გამოყენების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას.
პროექტებით სწავლება
Saturday, March 5, 2016
Sunday, February 28, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, გავეცანით დროის მენეჯმენტის შაბლონს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.პროექტში გავანაწილეთ დრო თითოეულ აქტივობაზე. დავიწყეთ ბლოგის გაფორმება .
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
Saturday, February 27, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავაგრძელე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე (პრეზენტაციაზე). გავასწორეთ უზუსტობები და პროექტის ბოლო გვერდზე შვიტანე რესურსების მისამართები.ვიმუშავე გეგმის შაბლონის შესაბამის გრაფებში (მაგ. დიფერენცირებული სწავლება).
Sunday, February 21, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ინტერნეტში მოვიძიოთ რესურსები-ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალები. დავიწყე პრეზენტაციის აწყობა (მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი). ჩავუღრმავდი ჩემთვის საინტერესო საკითხებს და დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Sunday, February 14, 2016
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
გავეცანით შეფასების შემდეგ სტრატეგიებს:
გავეცანით შეფასების შემდეგ სტრატეგიებს:
·
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები;
·
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები;
·
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები;
·
სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
·
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის გეგმაში და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
ბატონი გიორგი გვესაუბრა შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიებაზე.
აღნიშნა, რომ შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, საჭიროა მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
Saturday, February 13, 2016
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებიც დაგვჭირდებოდა პროექტზე მუშაობის პროცესში, ონლაინთანამშრომლობით ვებსაიტებს პროექტის იდეების გაზიარებისთვის.
გავეცანით პროექტის გეგმას, შევარჩიეთ პროექტის თემატიკა, ასევე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ესგ-დან. დავსახეთ პროექტის სასწავლო მიზნები და სავარაუდო შედეგები, ჩამოვაყალიბეთ როგორც ზოგადი, ასევე თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.
დღემ ამჯერადაც საინტერესოდ ჩაიარა.
Sunday, February 7, 2016
პირველი მოდულის რეფლექსია
ტრენერმა ისაუბრა ბლოგის შექმნაზე, tpdc.ge/essentials -ამ მისამართზე მითითებულ მოდულების მნიშვნელობაზე პროექტებით სწავლების პროცესში და D დისკზე ინფორმაციის შენახვაზე.
შევისწავლე, როგორ შევქმნათ ბროშურა, როგორ დავირანოთ მასზე სასურველი ინფორმაცია ან სურათი საავტორო უფლებების დაცვით.
შევისწავლე, როგორ შევქმნათ ბროშურა, როგორ დავირანოთ მასზე სასურველი ინფორმაცია ან სურათი საავტორო უფლებების დაცვით.
Subscribe to:
Posts (Atom)